აღნიშნული დამკრძალავი ბიურო არსებობს იმისთვის, რომ გარდაცვლილი ადამიანის ახლობლებს შეუმსუბუქოს ის მძიმე ტვირთი, რაც განსვენებულის უკანასკნელ გზაზე გაცილებისთვის საჭირო პროცედურებსა და რიტუალებს უკავშირდება.
კონტაქტი
არცთუ იშვიათად, ახლობელი ადამიანის გარდაცვალების დროს, ბუნებრივად გამოწვეული დიდი მწუხარების გარდა, მიცვალებულის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს დაბნეულობაც ეუფლებათ. არადა, ასეთ წუთებში ჭირისუფალს არა მხოლოდ მძიმე ემოციებთან გამკლავება მართებს
რაც თავისთავად საკმაოდ რთულია და მისგან უდიდესი სულიერი სიმტკიცის გამოვლენას მოითხოვს, არამედ მთელი რიგი აუცილებელი საკითხების შეზღუდულ დროში, უნაკლოდ და მისაღებ ფასად მოგვარებაც. ჩვენი სარიტუალო მომსახურება მზადაა, მძიმე წუთებში გვერდში დაუდგეს გარდაცვლილის ახლობლებს და დაეხმაროს მათ ყველაფრის სწრაფად და მარტივად მოგვარებაში. ქალაქში დამკრძალავი სერვისები ბევრია მაგრამ, აქ არსებითად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვაქვს საქართველოში ამ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება და ყველა საჭირო ცოდნა იმისთვის, რათა უმაღლეს დონეზე შევასრულოთ დაკისრებული ამოცანა და დამწუხრებული ადამიანის ნდობა ზედმიწევნით გავამართლოთ.
კონტაქტი